27 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე მატარებლების მსვლელობის განრიგი შეიცვალა. როგორც „საქართველოს რკინიგზა“ იუწყება, ცვლილება ხაშური-გომის სარკინიგზო მონაკვეთის გადამკვეთ საავტომობილო მაგისტრალზე, ლითონის ხიდის მშენებლობის სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება.
”ხაშური-გომის სარკინიგზო მონაკვეთის გადამკვეთ საავტომობილო მაგისტრალზე, ლითონის ხიდის მშენებლობის სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, 2017 წლის 27 თებერვლის 11:30 საათიდან 19:30 საათამდე და 28 თებერვალს და 1-ელ მარტს 12.00 საათიდან 16.00 საათამდე მსვლელობიდან მოიხსნა და შეეცვალა მოძრაობის განრიგი შემდეგ მატარებლებს: 27 თებერვალს თბილისიდან და ოზურგეთი-ქუთაისიდან მსვლელობიდან მოიხსნა მატარებელი № 12/11 და №18/17 თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი; არ იმოძრავებენ სამგაზავრო მატარებელები №873 ფოთი-თბილისი და ქუთაისიდან და თბილისიდან მატარებლები №677/678 ქუთაისი-თბილისი.
მატარებელი №686 თბილისი-ბორჯომი გაჩერდება სადგურ გომში და ფანჯრის გახსნის შემდეგ გააგრძელებს მოძრაობას. (გომში დგომის ხანგრძლივობა 55 წთ.). სამგზავრო მატარებელი №804 თბილისი-ბათუმი თბილისიდან გავა 18-15 (ნაცვლად 17-35). მატარებელი №874 თბილისი-ფოთი თბილისიდან გავა 18-30 (ნაცვლად 17-50). იმავე დღეს, საგარეუბნო მატარებელი № 606 თბილისი-ნიქოზი თბილისიდან გავა 18-37 (ნაცვლად 18-25).
28 თებერვალს და 1-ელ მარტს სამგზავრო მატარებელი №11,17 ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი, გაჩერდება სადგურ ხაშურში და ფანჯრის გახსნის შემდეგ გააგრძელებს მოძრაობას (ხაშურში დგომის ხანგრძლივობა 35 წთ.)”.
სს „საქართველოს რკინიგზა’’ ბოდიშს გიხდით მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის,” - ნათქვამია ”საქართველოს რკინიგზის” განცხადებაში.