დონალდ ტრამპი შემდეგი წლისთვის თავდაცვაზე ხარჯების გაზრდას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შემდეგი ფინანსური წლისთვის ბიუჯეტის ფორმირებას ქვეყნის თავდაცვაზე ხარჯების გაზრდის გათვალისწინებით მოითხოვს , - იუწყება გაზეთი The New York Times.

გამოცემის მტკიცებით, ოთხ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, აშშ-ის პრეზიდენტი გეგმავს რიგი სახელმწიფო უწყებების დაფინანსების შემცირებას, მათ შორის აშშ-ის გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოსი.

უცვლელი დარჩება ხარჯების მოცულობა სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევა Medicare-ის პროგრამებზე.

აქამდე სააგენტო Associated Press იუწყებოდა, რომ პენტაგონმა აშშ-ის კონგრესს თავისი სტრუქტურების დაფინანსების გაზრდა შესთავაზა, რაც 30 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. აღნიშნულთან დაკავშირებით შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ მეკ ტორნბერიმ აღნიშნა, რომ კონგრესი კეთილგანწყობილია თავდაცვაზე ხარჯების გაზრდის იდეისადმი.