პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს მთავრობის საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვით საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია კვლავ ეროვნულ ბანკს უბრუნდება.
16 კანონში დაგეგმილი ცვლილება პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა, აღნიშნული ცვლილებებით კანონიდან ხდება ყველა იმ ნორმის ამოღება, რომლის გათვალისწინებით საფინანსო სექტორის ზედამხედველობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უნდა განეხორციელებინა.
უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი დღე ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს არ უფუნქციონირია, რადგან ცვლილებები, რომელიც კანონში დაახლოებით წელიწადნახევრის წინ შევიდა, საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა.