მცირე ბიზნესი ინტერნეტ რეკლამაზე ბიუჯეტის ზრდას გეგმავს

კომპანია Infusionsoft-ის კვლევის თანახმად, მცირე ბიზნესი 2017 წელს ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯების ზრდას გეგმავს.

კომპანიის მონაცემებით, მცირე ბიზნესის 33% გასულ წელთან შედარებით, წელს უფრო მეტის დახარჯვას გეგმავს საკუთარი პროდუქციის ინტერნეტში რეკლამირებაზე. ამავე კვლევის თანახმად, 32% დანახარჯების გაზრდას საძიებო ოპტიმიზაციის კუთხით აპირებს.

რაც შეეხება 2017 წლისთვის ციფრული მარკეტინგის ყველაზე პოპულარულ ტაქტიკებს, როგორც Infusionsoft-ის კვლევაშია ნათქვამი, მცირე ბიზნესის 42% უპირატესობას ინტერნეტრეკლამას ანიჭებს, 44% e-mail-მარკეტინგს, 39% კი საძიებო ოპტიმიზაციას.

კვლევის ფარგლებში Infusionsoft-მა აშშ-ის მასშტაბით 1000 კომპანია გამოკითხა.

2016 წლის მონაცემებით, მცირე ბიზნესი თავისი შემოსავლების 4%-ის ინვერსტირებას მარკეტინგში ახდენს.