„რეალურად რაში იხარჯებოდა დედაქალაქის ბიუჯეტი“ - ოთო აბესაძე „მედიატორის“ კვლევას პასუხობს

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ოთო აბესაძე მონიტორინგის ცენტრ „მედიატორისა“ და „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოს“ კვლევის შედეგებს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პასუხობს.

„ბიზნესპრესნიუსი“ აბესაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ძალიან საინტერესო ციფრები და საჭირო ინფორმაცია !!! რეალურად რაში იხარჯებოდა დედაქალაქის ბიუჯეტი.

პარტია "ახალი საქართველო" - მ და ლევან ხაბეიშვილმა გადაწყვიტა გაერკვია თუ რამდენი ადამიანი მუშაობს სხვადასხვა ევროპული დედაქალაქის მერიაში და შედარება მოიყვანა თბილისის მერიასთან.

ლევან, ნუ დაგავიწყდებათ ლონდონის, პრაღის, ბუდაპეშტის და ა.შ. მერიებში დასაქმებული ადამიანების პროფესიები. მაგალითად, ამ "კოლოსალურ" რიცხვებს რომ ამბობ არ გამოგრჩეს ქალაქ თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ითვლება მერიის თანამშრომლად და ლონდონის ან პრაღის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ითვლება იქაური მერიის თანამშრომლად? იქნებ იქ დასუფთავება კერძო კომპანიებზეა მიბმული? იქნებ ჯერ ეს გაგერკვიათ? ყველაფერში პოლიტიკურ ქულებს ნუ ეძებთ.

ასევე რამოდენიმეჯერ აცდით დედაქალაქის მერიაში მომუშავეების რეალურ რიცხვს. მაგალითად შენ ამბობ, რომ თბილისის მერიაში მუშაობს 5 700 საჯარო მოხელემდე და რეალურად მუშაობს 1 843 საჯარო მოხელე.

თქვენ ასევე ხშირად აპელირებთ პრემიების საკითხით. მინდა გითხრათ, რომ:

2012 წელი - პრემიის სახით გაცემულია 10 698,500 ლარი. 2013 წელი - პრემიის სახით გაიცა 17 110,500 ლარი. 2014 წელი - 15 833,800 ლარი. მაშინ, როცა 2015 წელს, ჩვენ ეს თანხები გავანახევრეთ და პრემიის სახით გავეცით თქვენს მიერ გაცემული თანხების ნახევარზე ნაკლები - 8 893,000 ლარი. შემცირების მიუხედავად ვფიქრობ, რომ პრემია და წახალისება აუცილებელია, რადგან ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა შრომა კოლოსალურია.

თქვენ ასევე აპელირებთ გაზრდილი საშტატო ერთეულების საკითხით. მინდა გითხრათ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ახალი მთვარობის ფორმირებამდე რამდენიმე დღით ადრე, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებით სპეციალურად პარტიის აქტივისტებისა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის თბილისის მერიაში დამატებით სამუშაო ადგილები შეიქმნა.

კერძოდ: შპს „თბილსერვის ჯგუფი“ -16 პირი

დავით იოსელიანი, ეკატერინე ხერხეულიძე, ბადრი ბასიშვილი, ირაკლი ქავთარაძე, გიორგი ხახნელიძე, გიორგი ქავთარაძე, მამუკა გაჩეჩილაძე, მამუკა ხერხეულიძე, ზაზა ციციშვილი, თამარ დათაშვილი, ალექსანდრე ფარულავა, გიორგი ავალიანი, ლევან ტალახაძე, ლიკა ბატატუნაშვილი, თეიმურაზ გველესიანი, გიორგი ფირცხალავა. საერთო ჯამში ხელფასის სახით გაიცა 382 500 ლარი.

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ (14 პირი)

გიორგი როინიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი, ლევან თარხნიშვილი, გიგა ნასარიძე, ზაალ გამცემლიძე, გიორგი ასანიძე, აკაკი სეფერთელაძე, ხათუნა ოჩიაური, ლაშა დამენია, ნინო ლომიძე, ნინო შარაშიძე, ოთარ სირაძე, ლევან გახელაძე, გიორგი კიკნაველიძე. საერთო ჯამში ხელფასის სახით 377 422 ლარი გაიცა.

შპს „სინათლის ქალაქი“ (16 პირი)

ლაშა მაქაცარია, მაკა მეტრეველი, ქეთევან მჭედლიძე, ირმა ნებიერიძე, დავით ჯანიაშვილი, კობა ხაბაზი, გიორგი სულხანიშვილი, მამუკა სანებლიძ, ვლადიმერ ვარძელაშვილი, კონსტანტინე გაბაშვილი, კონსტანტინე ბერიძე, ზაზაბითაძე, თეა ქრისტესაშვილი, მირზა დავითაია, ანჟელა სოლნცევა, გიორგი რუხაია. საერთო ჯამში ხელფასის სახით გაიცა 397 422 ლარი.

შპს „ჰერმესი“ -13- პირი

გოჩა კუპრავა, დავით თოდრაძე, გიორგი იმნაძე, მამუკა თევზაძე, კახაბერ სუხიშვილი, ნუგზარ აბულაშვილი, ზურაბ კიკალეიშვილი, ელდარ კვერნაძე, გიორგი აბესალაშვილი, ლელა ჭკადუა, ზურაბ კოკილაშვილი, გიორგი ტაბიძე, იაკობ ზაქარეიშვილი. საერთო ჯამში ხელფასის სახით 391 847ლარი გაიცა.

იმედია „დასაქმებულთა“ სახელები და გვარები გეცნობათ. შეიძლება რომელიმე საკუთარ პარტიაში ან პარტნიორ სატელიტ პოლიტიკურ ორგანიზაციაში აღმოაჩინოთ. სანამ პასუხს მოთხოვთ დედაქალაქის ხელისუფლებას იქნებ საკუთარ თანაპარტიელებს გაესაუბროთ და მოისმინოთ აღნიშნული თანხების ხარჯვის მიზნობრიობაზე,“-წერს აბესაძე.

საუბარია, პარტია "ახალმა საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ლონდონის მერიაში 835 ადამიანი მუშაობს. თბილისის მერიაში კი 5 700 კაცია დასაქმებული. მათივე ცნობით, მხოლოდ ლონდონის მაგალითიც საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ თბილისის მერიაში შტატები არანორმალურად გაბერილია.

იხილეთ ასევე : თბილისის მერიაში უფრო მეტი ადამიანია დასაქმებული, ვიდრე ლონდონის მერიაში