როგორი იქნება ეკოქალაქი, რომელიც თბილისის ზღვასთან შენდება

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკოქალაქის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, განაშენიანებული ტერიტორიის 60-65% გამწვანდება. პროექტი დაახლოებით, 10-12 წელში დასრულდება.

"ჯინო გრუფის" დამფუძნებლის, ნოდარ გიორგაძის თქმით, პროექტი სამ ეტაპს მოიცავს, პირველი ეტაპი, "ჯინო პერედაისი" უკვე დასრულებულია. მასში 21 მილიონი ევროს ღირებულების ინვესტიცია ჩაიდო.

"მეორე ეტაპი, აკვაპარკის გარშემო აპარტ-ოტელების, სავაჭრო ობიექტების, ოფისების მშენებლობას ისახავს მიზნად.

ამ ეტაპზე, პირველი საპილოტე პროექტი აპარტ-ოტელი მშენებლობის პროცესშია და სხვა ობიექტებზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს,"- განმარტა მან Allnews.ge-სთან საუბარში.

რაც შეეხება მესამე ეტაპს, რომელიც უკვე 300 ჰექტარზე განაშენიანებას ითვალისწინებს, საპარტნიორო ფონდისთვის ამჟამად, მიწა უკვე გადაცემულია და მასტერპლანზე მიმდინარეობს მუშაობა.

"ვფიქრობთ, რომ ივნისის ბოლოს, მაქსიმუმ ივლისის შუა რიცხვებში ძირითად გეგმაზე მუშაობა უკვე დასრულებული იქნება. საუკეთესო შემთხვევაში ამ ტერიტორიაზე სამუშაოები შემოდგომაზე დაიწყება, მაგრამ გაზაფხულზე, მომავალ წელს, პროექტი მიმდინარეობის პროცესში იქნება.

ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრების, ოფისების, სასტუმროების კომპლექსების, საცხოვრებელი მასივების, სამკურნალო დაწესებულების, სამედიცინო ცენტრის, სკოლების, საბავშვო ბაღების, სპორტული მოედნებისა და აკადემიის მშენებლობაა დაგეგმილი. ზღვისპირა ზოლზე სავაჭრო ქუჩა მოეწყობა,"-აღნიშნა მან. იხილეთ გაგრძელება