სოფელ ოდიშში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ ოდიშში წუხელ გვიან ღამით ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, ყაჩაღური დაჯგუფების წევრებმა სადგურის თანამშრომელს ფული მოსთხოვეს, რომელმაც თანხა მისცა, თუმცა ის ცივი იარაღით მაინც დაჭრეს. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება თანხას, სადგურის თანამშრომლების ინფორმაციით, წაღებულია დაახლოებით 350 ლარი.