2017 წლის იანვრის თვეში სისხლის სამართლებრივი დევნა 1349 პირის მიმართ დაიწყო, სისხლის სამართლის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს. დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში ფიქსირდება - 447 პირი (33.1%), ხოლო დაბალი - სამცხე-ჯავახეთის რეგიონში - 31 პირი (2.3%).
2017 წლის იანვარში სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლების მიხედვით ჩადენილ დანაშაულებზე ყველაზე ხშირად დაწყებული დევნის ათეული ასე გამოიყურება:
1. ქურდობა - 302
2. პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება - 223
3. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება - 217
4. ოჯახური ძალადობა - 108
5. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება - 86
6. ძალადობა - 72
7. თაღლითობა - 49
8. განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა - 48
9. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება - 35
10. ყალბი დოკუმენტების დამზადება - 32
საქსტატის ცნობით, მსჯავრდებულთა შორის არასრული საშუალო განათლების მქონეა 43 პირი, საშუალო განათლების მქონეა 759 პირი, უმაღლესი განათლების მქონე კი 173 პირი. მათივე ინფორმაციით 979 მსჯავრდებული პირიდან 902, ანუ 92.1% უმუშევარია. სისხლის სამართლის სტატისტიკის მიხედვით, სოფლად ჩადენილი დანაშაულის წილი ყველაზე მაღალია და 20.5%-ს შეადგენს, მას 1.8%-ით მოსდევს ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის ხვედრითი წილი, ნარკოტიკულ სიმთვრალეში ჩადენილი დანაშაულების წილი კი 1,4%-ია, ხოლო ალკოჰოლურ სიმთვრალეში ჩადენილი დანაშაულის ხვედრითი წილი 1,0%-ს შეადგენს.