28 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5494 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5837 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.43 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 1 მარტს შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 1 მარტს 2.7016 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7351 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.35 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც პირველი მარტისთვის 0.7189 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7064 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 1.25 თეთრი შეადგინა.
ასევე გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც პირველი მარტისთვის 3.1712ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.2090 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 3.38 შეადგინა.