შპს "ყაზტრანსგაზ თბილისი" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას ტარიფების გადახედვის მოთხოვნით, მიმდინარე კვირას მიმართავს.
გაზის სამომხმარებლო ტარიფის მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით, კომპანიაში ზუსტი პასუხი არ აქვთ. ენერგეტიკის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის ღირებულების ზრდის შემთხვევაში, სახელმწიფო სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაასუბსიდირებს.
სემეკს ტარიფების გადახედვის მოთხოვნით უკვე მიმართა "სოკარ ჯორჯია გაზმა" და "საქორგაზმა". მათი განცხადების საფუძველზე, სემეკი საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას პირველ მარტს დაიწყებს.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე