15 წლის განმავლობაში "მაკდონალდსმა" საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 35,6 მილიონი ლარი შეიტანა

15 წლის წინ, 1999 წლის 5 თებერვალს, თბილისში მსოფლიოში ყველაზე პოპულარული რესტორნების ქსელის - „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი გაიხსნა.

საქართველოში ამ ეტაპზე „მაკდონალდსის“ ექვსი რესტორანი ფუნქციონირებს. აქედან – ოთხი თბილისში, დანარჩენი კი - ქუთაისსა და ბათუმში. ქსელში, საერთო ჯამში, 508 თანამშრომელი მუშაობს, რომელიც ყოველდღიურად, დაახლოებით, 9 ათას სტუმარს ემსახურება. მათი საშუალო ასაკი კი 22 წელია.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, 15-წლიანი მუშაობის შედეგად, "მაკდონალდსმა" საქართველოში 18,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში 35,6 მილიონი ლარი შეიტანა.