იანვარში მიღწეული 5.2%-იანი ზრდა ადასტურებს, რომ მთავრობის რეფორმებმა წარმატებული სტარტი აიღო , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ქუმსიშვილი გამოეხმაურა საქსტატის შესაბამის მონაცემებს და აღნიშნა, რომ 2017 წლის იანვარ-თებერვალში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 1,317 მლნ ლარი, რაც 18,6%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვნად დადებითი ტენდენციაა ფულად გზავნილებში, სადაც ზრდა 26.1%-ს შეადგენს, 2017 წლის იანვარში კი ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა 25%-ით, ამავე პერიოდში ექსპორტი წინა წელთან გაზრდილია 45%-ით.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, წლის დასაწყისში განვითარებული პოზიტიური ტენდენციები ადასტურებს, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული ფისკალური და სტრუქტურული რეფორმები, 4-პუნქტიანი გეგმა რეალისტური, ეფექტური, ასევე შედეგსა და ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული.