თურქეთის ეროვნულმა ავიაგადამზიდავმა Turkish Airlines-მა სტამბოლის გოქჩენის აეროპორტიდან 30 ადგილობრივი და საერთაშორისო რეისი გადადო. ამის მიზეზად ავიაკომპანია ძლიერ ნისლს ასახელებს. გადადებულია რეისები ლონდონის, ბერლინის და მილანის მიმართულებებით. გვიანდება ათობით სხვა რეისებიც, რომლებიც ვერ შესრულდება ამინდის პირობების გაუმჯობესებამდე. ამდენივე რეისის გადადების შესახებ განაცხადა ავიაკომპანია „პეგასუსმაც“.
სტამბოლში ძლიერი ნისლის გამო შეჩერებულია საბორნე მიმოსვლაც.