„დეპოზიტების დაზღვევის შესახებ“ კანონპროექტი ხვალ მთავრობის სხდომაზე იქნება წარდგენილი, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დეპოზიტების დაზღვევის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, „დეპოზიტების დაზღვევის შესახებ“ კანონპროექტი 2 დღის წინ კომერციულ ბანკებთან დეტალურად გაიარეს.
„ორ მარტს მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილი იქნება კანონპოექტი „დეპოზიტების დაზღვევის შესახებ“, რომელიც შემდგომში პარლამენტში გადაიგზავნება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.