ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ლარის გამყარების ტენდენციებს ეხმაურება.
"ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ დავით ასლანიშვილის პოსტს:
"2.5 ქვემოთ უკვე ნებისმიერი გამყარება სპეკულატიური ხასიათისაა - თუმცა ადასტურებს, რომ ბანკები მართავენ სავალუტო ბაზარს და დომინანტ ბანკებს შეუძლიათ კურსით მანიპულირება - რა ფასიც უნდათ, იმას დასვამენ სავალუტო ბაზარზე - ე.ი. სავალუტო ბაზარიც არის საბანკო ოლიგოპოლიის მძევალი.
მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს, რომ 2.5 ქვემოთ არ დაუშვას ლარის გამყარება - თუ საჭიროა, ამისთვის შესყიდვის ინტერვენციაც განახორციელოს - ახლა გამოჩნდება, ეროვნულ ბანკს შეუძლია კურსის რეალურად მართვა თუ კვლავ არის საბანკო ოლიგოპოლიის მძევალი."