მსოფლიო ვაჭრობის ზრდის ტემპი ზედიზედ მეხუთე წელია შემცირებას განაგრძობს.
მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, 2009 წლის კრიზისის შემდეგ გასულ წელს მსოფლიო ვაჭრობაში ყველაზე დაბალი ზრდის ტემპი დაფიქსირდა. 2016 წელს მსოფლიო ვაჭრობა პროდუქციით 1%-ზე ოდნავ მეტით გაიზარდა მაშინ, როდესაც 2014 წელს 2%-იანი ზრდა იყო, 2014 წელს კი 2.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
როგორც მსოფლიო ბანკში აღნიშნავენ, მსოფლიო ვაჭრობის ტემპის შეფერხების მიზეზი 2016 წლის ეკონომიკურ პოლიტიკაში არსებული გაურკვევლობა გახდა. მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანხმად, ეკონომიკურ პოლიტიკაში შექმნილი გაურკვევლობის გამო მსოფლიო ვაჭრობის ზრდის ტემპი დაახლოებით 0,6%-ით შემცირდა.