ლარის გამყარების ტენდენცია გრძელდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, პირველი მარტის ვაჭრობის შედეგად, დღეს მოქმედი ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4828 ლარია.
ზოგიერთ სავალუტო ჯიხურში კი დღეს 1 აშშ დოლარის შეძენა 2.415 ლარადაც არის შესაძლებელი. კერძოდ, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში მოქალაქეებს დოლარის შეძენა 2.415 – 2.42 ლარის ფარგლებში შეუძლიათ. მისი გაყიდვა კი 2.39-2.40 ლარის ფარგლებში.
ბოლო 10-12 დღის განმავლობაში, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 თეთრით გამყარდა.