Bloomberg-ზე 1 აშშ დოლარი ამ დროისთვის 2.4250 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში თბილისის დროით 13.17 საათზე 1 აშშ დოლარი 2.4250 ლარად ივაჭრება.

ვაჭრობა დღეს, 1 აშშ დოლარი 2.4650 ლარით დაიწყო, ამ დროისთვის კი (13.17 საათზე) 1 აშშ დოლარი 2.4250 ლარი ღირს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 მარტის ვაჭრობის შედეგად, დღეს მოქმედი ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4828 ლარია. ზოგიერთ სავალუტო ჯიხურში დღეს 1 აშშ დოლარის შეძენა 2.415 ლარად არის შესაძლებელი.

ბოლო 10-12 დღის განმავლობაში, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 თეთრით გამყარდა.