2 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4289 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4828 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 5.39 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 3 მარტს შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3 მარტისთვის 2.5581 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6176 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 5.95 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 3 მარტისთვის 0.6578 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.6834 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 2.56 თეთრი შეადგინა.
ასევე გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 3 მარტისთვის 2.9824 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.0732 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 9.08 შეადგინა.