აშშ-ის 3 ყველაზე მსხვილი რეკლამის დამკვეთი

აშშ-ის ყველაზე მსხვილმა 200-მა რეკლამისდამკვეთმა 2016 წელს სარეკლამო დანახარჯები ქვეყნის სარეკლამო ბაზარზე 4,6%-ით გაზარდეს.

Ad Age-ის ინფორმაციით, აშშ-ის სარეკლამო ბაზარზე ყველაზე მსხვილ რეკლამისდამკვეთად კვლავ რჩება კომპანია Procter & Gamble, რომლის სარეკლამო დანახარჯებმა გასულ წელს 4,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს კომპანია AT&T - რეკლამაზე 3,9 მილიარდი დოლარის დანახარჯებით, მესამე პოზიციაზე კი კომპანია General Motors არის, რომლის სარეკლამო დანახარჯებმა 3,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

პირველ ათეულში ასევე არიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა „ამერიკან ექსპრესი“, „ამაზონი“ და „სამსუნგი“.

კომპანია BIA/Kelsey-ის პროგნოზით, 2017 წლისთვის აშშ-ის სარეკლამო ბაზარზე ინტერნეტ რეკლამის შემოსავლები ტრადიციული რეკლამის შემოსავლებს გადაუსწრებს.

კვლევის მიხედვით, ინტერნერტ რეკლამის შემოსავლები, მობილური რეკლამის ჩათვლით, 2017 წლისთვის 13,5%-ით - 50,2 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

კომპანიის მონაცემებით, საერთო ჯამში აშშ-ის სარეკლამო ბაზრის შემოსავლები 148,8 მილიარდ დოლარს მიაღწევს.