1979 წელს გამოშვებული ВАЗ-2106 80 000 დოლარად იყიდება. მანქანა რამდენიმე საინტერესო მომენტით ჩვეულებრივი 06-ებისგან გამოირჩევა, მაგრამ არა იმდენად, რომ ახალი ”პორშე კაიენის” ფასი ღირდეს.
საინტერესო მომენტები:
1. ავტომობილი შესანიშნავ მდგომარეობაშია და მხოლოდ 7 000 კილომეტრი აქვს გავლილი.
2. ავტომობილის კანადური ვერსიაა - ВАЗ-21061-037. ამჟამად, მანქანა სწორედ კანადაშია - უფრო ზუსტად, ტორონტოში.
3. განცხადება მისი გაყიდვის შესახებ ყაზახეთში, ერთ-ერთ ავტოპორტალზე გამოქვეყნდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ მსურველი გამოჩნდება, ავტომობილს მაშინვე ადგილზე ჩაუყვანენ.
ВАЗ-21061-037 თავის დროზე მხოლოდ 10 000-იანი ტირაჟით გამოვიდა და საბჭოთა ვერსიისგან რამდენადმე განსხვავდება. მაგალითად, ამ ვერსიას უკეთესი სამუხრუჭე სისტემა, კატალიზატორი, აბსორბერი, მასიური ბამპერები, სულ სხვა განათების სისტემა და უფრო კომფორტული სავარძლები აქვს. გარდა ამისა, სალონში, საათის გვერდით უსაფრთხოების ღვედების ინდიკატორი და ნათურა ”Check Engine”-ია მოთავსებული.
წყარო autobild.ge