საქართველოს ტყის ფონდი სულ 2 629,6 ათასი ჰექტარია. "საქსტატის" მონაცემებით, აქედან ტყით დაფარული მიწის ნაკვეთი 2 015,4 ჰექტარს შეადგენს.
საზოგადოების ნაწილი მუდმივად აცხადებს, რომ საქართველოში ტყის ჩეხვა საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა დანაკარგის აღდგენა ნაკლებად ხდება. გთავაზობთ ინფორმაციას, თუ როგორ მდგომარეობაშია "საქართველოს ფილტვები" და რომელი რეგიონებია ყველაზე მწვანე:
აჭარა - 139,1 ათასი ჰექტარი;
სამეგრელო-ზემო სვანეთი 256,4 ათასი ჰექტარი;
გურია - 82,7 ათასი ჰექტარი;
იმერეთი - 301,2 ათასი ჰექტარია;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 268 ათასი ჰექტარი;
შიდა ქართლი - 213,6 ათასი ჰექტარი,
მცხეთა-მთიანეთი - 238 ათასი ჰექტარი;
კახეთი -268,2 ათასი ჰექტარი;
ქვემო ქართლი - 131 ათასი ჰექტარი;
სამცხე-ჯავახეთი - 117 ათასი ჰექტარი.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ტყით დაფარული ფართობი 2012 წელთან შედარებით 2015 წლისთვის 0,46 მილიონი ჰექტარით შემცირდა, რადგან 2012 წლისთვის მწვანე ტერიტორია 2,82 მილიონი ჰექტარი იყო, 2015 წელს კი 2,36 მილიონი ჰექტარი გახდა.
ასევე ზრდადია ხანძრის შემთხვევების დინამიკაც, 2012 წელს თუ ხანძრის 11 შემთხვევა მოხდა, 2015 წელს მათი რაოდენობა 62 პროცენტამდე გაიზარდა.
რაც შეეხება მწვანე საფარის დარგვას, 2015 წელს, "საქსტატის" მონაცემებით თბილისში 21 ჰექტარი ტერიტორია გამწვანდა.
ხეების დარგვა მხოლოდ აჭარაში, კახეთსა და სამცხე ჯავახეთში 7-7 ჰექტარზე მოხდა, დანარჩენ ტერიტორიაზე, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით მწვანე საფარი თითქმის არ აღდგენილა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ხე-ტყის მოცულობის ჭრით მიღებული ზარალი სულ 691 861 კუბური მეტრია.
წყარო ALLNEWS.GE