გერმანული ავტომწარმოებელი Daimler მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიონ „მერსედეს ბენცის“ მოდელს გაიწვევს უკან.
კომპანიის განცხადებით, ამის მიზეზი ავტომობილისთვის ცეცხლის გაჩენის საშიშოებაა.
„როიტერის“ ინფორმაციით, „დაიმლერში“ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კომპანიაში 51 შეტყობინება შევიდა ავტომობილისთვის ცეცხლის გაჩენის შესახებ.
თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ შეტყობინება ტრავმის ან გარდაცვალების შესახებ არ ყოფილა.
ავტოკონცერნი „დაიმლერი“ პრემიუმ კლასის ავტომობილებსა და სატვირთოებს უშვებს. კონცერნის შვილობილ კომპანიებს შორის არიან „მერსედეს ბენცი“, „სმარტი“, მერსედეს AMG“, Daimler Trucks და სხვა.