ბრიტანულმა გამოცემა The Independent-მა მსოფლიოში 10 ყველაზე მოსაწყენი პროფესიის რეიტინგი გამოაქვეყნა.
რეიტინგის მიხედვით, პირველი ადგილი ერგო იურისპრუდენციის სფეროს - გამოკითხულთა 81%-მა სწორედ ამ სფეროში მუშაობა დაასახელა მოსაწყენად.
„10-დან 8 გამოკითხულმა, რომლებიც ამ სფეროში მუშაობით არიან დაკავებული, განაცხადეს, რომ თავიანთი სამუშაო მოსაწყენად მიაჩნიათ“, - აღნიშნავს ბრიტანული გამოცემა.
გამოკითხულთა 78%-ის აზრით, მოსაწყენია მენეჯმენტის სფეროში მუშაობა, მესამე ადგილი ერგო მხარდამჭერ სფეროში მუშაობას - 71%.
ათეულში ასევე მოხვდნენ - ფინანსური სფერო - 68%, კონსალტინგი - 67%, ფინანსური სერვისი და ბანკინგი - 67%, საინჟინრო სფერო - 64%, გაყიდვები - 61%, მარკეტინგი და კომუნიკაციები - 60%, IT სფერო - 56%.
რაც შეეხება ქვეყნებს, გამოკითხვის შედეგად, ყველაზე მოწყენილები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დასაქმებულები არიან. თავიანთი პროფესიით ყველაზე მეტად კმაყოფილი კი შვეიცარიაში დასაქმებულები გრძნობენ თავს.
გამოკითხვაში სხვადასხვა პროფესიის 1 300-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.