გერმანიაში მსოფლიოში პირველი ეკო-მატარებელი, სახელწოდებით Coradia iLint გამოუშვეს, რომელიც გარემოს არ აბინძურებს, მოძრაობს წყალბადზე და საათში 140 კმ. სიჩქარეს ავითარებს.
წყალბადით დატვირთული ცისტერნა მატარებლის სახურავზეა დამონტაჟებული. ერთი ცისტერნა მატარებელა 600-800 კმ-ის გავლის საშუალებას აძლევს.
გერმანიის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მომავალში ეკო-მატარებლები, რომლებსაც Hydrail უწოდეს, დიზელზე მომუშავე 4 ათას მატერებელს ჩაანაცვლებს. წლის ბოლომდე, ეკო-მატარებლების ტესტირების რეჟიმში იმუშავებს, დეკემბრიდან კი სრულ ექსპლუატაციაში შევა.