500 მილიარდერს შორის ბიძინა ივანიშვილი 276-ე ადგილზეა

Bloomberg-ის მილიარდერთა 500 კაციან სიაში საქართველოს ექს-პრემიერი 276-ე ადგილზეა. განახლებული მონაცემების თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ქონება დღეის მონაცემებით 5,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს, პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: პირველ ადგილზე Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსია 85,6 მილიარდი დოლარით, მეორე ადგილზე - ამერიკელი ბიზნესმენი უორენ ბაფეტი 78,9 მილიარდით, მესამეზე - Amazon-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი 73,5 მილიარდით. მეოთხე ადგილზე - "ზარას" დამფუძნებელი ომანსიო ორტეგა, მეხუთეზე კი მარკ ცუკერბერგი. ახალგაზრდა მილიარდერის ქონება უკვე 59 მილიარდს აჭარბებს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე