ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლების ნაწილი გაიფიცა

ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლების ნაწილი გაიფიცა. ისინი მგზავრობის ღირებულების 10 თეთრით გაზრდას ან ყოველდღიური გეგმის 10 ლარით შემცირებას ითხოვენ. პროტესტის ნიშნად მძღოლები ნიკეას ქუჩაზე შეკრებას აპირებენ.

პროტესტის ნიშნად არ მუშაობენ N28 დაN5 მიკროავტობუსები და ავტობუსები - ნომერი 20 და 11.

ქუთაისში საქალაქო ავტობუსზე მგზავრობის ღირებულება 30 თეთრს, ხოლო მიკროავტობუსებზე 40 -50 თეთრს შეადგენს.