მსოფლიოს ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორები გახდნენ

18 მარტს „სილიკონ ველი თბილისში“ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში იხსნება რეგიონში ყველაზე მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები. ლაბორატორიების შექმნაში მონაწილეობდნენ ამერიკული და ისრაელის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კომპანიები: სემანტეკი, ჩეკ პოინტი, ესეტი და ა.შ. ასევე დაგეგმილია ვირტუალური რეალობის, მობილური აპლიკაციების პროგრამირების და ბიტკოინების ლაბორატორიების გახსნაც.

ლაბორატორიები გამიზნული იქნება როგორც სტუდენტებისთვის, რათა მაქსიმალურად დაეუფლონ ტექნოლოგიების ცოდნას, ასევე ბიზნესისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში უკვე ფუნციონირებს რამდენიმე ანალოგიური ლაბორატორია, მათ შორის HP-ის.

აღნიშნულ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებს მსოფლიოში ყველაზე მოწინავე საერთაშორისო კომპანიების მონაწილეობით ანალოგი არ გააჩნია როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის მასშტაბით, რაც დაეხმარება სტუდენტებს, აითვისონ ტექნოლოგიების ყველაზე თანამედროვე მიღწევები და ხელს შეუწყობს საქართველოში ტექნოლოგიების განვითარებას.

(R)