საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი დავით ჭიჭინაძე ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციის ეროვნულ ბანკში დაბრუნებას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ეს არის სწორი , - ამის შესახებ დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
”გადაწყვეტილებების ესე გატანა-შემოტანა არ ხდება, ეროვნული ბანკია, უმრავლესობაა, 42 წევრი დღესაც უმრავლესობაში იმყოფება, ვინც თავის დროზე ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გასვლის შესახებ კანონს ხმა მისცა. ჩემთვის ძალიან საინტერესოა, ეს იყო ალბათ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ უნდა აგვიხსნას, ან ეს 42 ადამიანი არ იყო სწორი და ვერ ერკვეოდა, ან რეალურად იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. მაშინ მე სულ ვამბობდი, რომ ეროვნული ბანკის მიერ ხდებოდა საბოტაჟი, ლარის კურსის მიმართ ხდებოდა ბანკებთან შეერთება და ამიტომ, თუ არ დაიწყება ამ საქმეზე გამოძიება ან მოკვლევები, მაშინ ვერ გავიგე ამ კანონის უკან დაბრუნების არსი და თუ დაიწყება გამოძიება, მაშინ ვიღაცის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს”, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.