200 დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცემა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო „თბილისის ზღვის ახალ ქალაქში“ 200 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ბინებს გადასცემს.

ახალაშენებულ კორპუსებში არსებული 200 ბინიდან, 100 - ერთოთახიანია, 52 - ოროთახიანი, 48 კი - სამოთახიანი. სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე, თბილისში საცხოვრებელი ფართით 1800-მდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა, მათ შორის 630 ოჯახს ბინები „თბილისის ზღვის ახალ ქალაქში“ ე. წ. „ოლიმპიურ სოფელში“ გადაეცა.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ჯამში თბილისში, უკვე 29 ნგრევადი ობიექტია დახურული.