გასული წლის მეოთხე კვარტალში ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 2015 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 85.8 ლარით არის გაზრდილი.
საქსტატის ინფორმაციით, ხელფასი 2016 წლის მე-4 კვარტალში 1 130.4 ლარს გაუტოლდა. 2015 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემებთან შედარებით, ასევე გაზრდილია ქალების ხელფასიც. მათი საშუალო თვიური ხელფასი 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 66.1 ლარით გაიზარდა და 819 ლარი შეადგინა.
საწარმოთა ზომის მიხედვით კი საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 268.5 ლარი; საშუალო ბიზნესი – 1 110 ლარი; მცირე ბიზნესი – 646.6 ლარი.
ასევე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 61,3% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 16,6% - საშუალო, ხოლო დარჩენილი 22,1% - მცირე ბიზნესზე.
დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 584,9 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 3,7%-ით მეტია, საწარმოთა მთლიანი დანახარჯები კი პერსონალზე - 1997.6 მილიონი ლარი იყო, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12,2 %-ით მეტია.