ამერიკული ავტოკონცერნი General Motors "ოპელის" ბრენდის და დანაყოფის გაყიდვაზე შეუთანხმდა ფრანგულ PSA Group-ს, რომელიც Peugeot-სა და Citroen-ს უშვებს.
გარიგების ოდენობამ, როგორც დღეს გახდა ცნობილი, 2,2 მილიარდი ევრო (2,33 მილიარდი დოლარი) შეადგინა.
გარიგების თანახმად, 1,3 მილიარდად General Motors-ი PSA-ს "ოპელზე" კონტროლს გადასცემს, ხოლო 900 მილიონად PSA-ს და BNP Paribas-ის ერთობლივი საწარმო ევროპაში General Motors-ის ფინანსურ დანაყოფებს შეიძენს.
ამ გარიგების ფარგლებში ასევე PSA-ს განკარგულებაში გადავა Vauxhall - სწორედ ამ ბრენდით ხდებოდა "ოპელის" წარმოება და გაყიდვა დიდ ბრიტანეთში.
Opel-ის ყიდვის შემდეგ PSA Group ევროპაში მეორე უმსხვილესი ავტომწარმოებელი გახდება.