აჭარიდან გურიაში მორიგი ასწლოვანი ხე გადააქვთ

აჭარიდან გურიაში, დენდროლოგიურ პარკში მორიგი ასწლოვანი ხის გადანატა მიმდინარეობს. ამ დროისთვის ჭადარი ზღვაში სპეციალურ ტრანსპორტზეა მოთავსებული და კომპანია „ზიმოს“ გურიის მიმართულებით გადააქვს.

როგორც კომპანია „ზიმოს“ ინჟინერმა ირაკლი შანავამ განაცხადა, ჭადარი დენდროლოგიურ პარკში დაახლოებით სამ საათში იქნება.

„ჭადრის გადატანის პროცესი მიმდინარეობს. ხე უკვე ზღვაში სპეციალურ ტრანსპორტზეა მოთავსებული. ხე ამჯერად ჩაქვიდან გადაგვაქვს და უახლოეს სამ საათში გურიაში, დენდროლოგიურ პარკში გადავრგავთ. ეტაპობრივად, 10-მდე ხის გადარგვას ვგეგმავთ როგორც სოფელ ბუკნარიდან, ასევე დაბა ჩაქვიდან“, - აცხადებს ირაკლი შანავა.