საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, კომერციული ბანკების მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ზრდა 50 მილიონ ლარამდე 2018 წლის ბოლომდე ეტაპობრივად განხორციელდება.
სს ფინკა ბანკი საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, ვუსალ ვერდიევის განცხადებით, ფინკა ბანკი და მისი აქციონერები, ფინკას საერთაშორისო საფინანსო ჰოლდინგის წევრები გამოთქვამენ უპირობო მზადყოფნას კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში, შეასრულონ ეროვნული ბანკის მოთხოვნები; „ფინკა ბანკის საზედამხედველო კაპიტალი შესაბამისობაში იქნება ახალ საკანონმდებლო მოთხოვნებთან, როგორც ეს აქამდე ხორციელდებოდა“.
სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო 18 წელზე მეტია საფინანსო მომსახურებას უწევს ბიზნესის მქონე პირებს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. წარმოადგენს რა საერთაშორისო საფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილს, ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe- გერმანიის განვითარების ბანკი, FMO- ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump რაც ორგანიზაციის ფინანსური სტაბილურობის გარანტიაა.
2013 წლიდან (საბანკო ლიცენზიის მიღებიდან) დღემდე ყველა საბანკო პროდუქტი და მომსახურება წარმატებით დაინერგა. ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა რეგიონში ფინკა ბანკის ფინანსური მომსახურება ხელმისაწვდომია 100 000-ზე მეტი მომხმარებლისათვის. 2017 წელს გაგრძელდება ახალი საბანკო პროდუქტებისა და სერვისების დანერგვის პროცესი, რათა ფინკა ბანკის საბანკო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი.
(R)