2016 წელს საგადასახადო დავალიანება გადასახადის 34 205 გადამხდელს ჩამოეწერა.
საუბარია ჯამში - 1 448 283 855 ლარზე. ამასთან, შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2016 წელს მომსახურების დეპარტამენტს ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით 2 205-მა გადამხდელმა მიმართა. გადამხდელებს ბიუჯეტიდან 173 902 360 ლარი დაუბრუნდა.
მათ შორის, 31 გადამხდელს - 2 301 784 ლარი, 2016 წლის ივლისიდან ამოქმედებული ავტომატურად დაბრუნების სერვისით დაუბრუნდა.