აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკი იუწყება, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 61 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 7.050 პროცენტით, მაქსიმალური - 7.200 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.128 პროცენტით განისაზღვრა.