ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე დღეს, 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკიდან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა.
„მოთხოვნამ შეადგინა 55 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.180 პროცენტით, მაქსიმალური 8.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.253 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.