“თეგეტა მოტორსი“ ქალებს 8 მარტს ულოცავს და საჩუქრებს გადასცემს. როგორც კომპანიიდან იუწყებიან, 8 მარტს, 09:30-დან 18:30-მდე, „თეგეტა მოტორსის“ ნებისმიერ ფილიალში მანდილოსან მძღოლებს საჩუქრად გადაეცემათ 8 ვაუჩერი , რომელთა წარდგენისას „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში უფასოდ მიიღებენ შემდეგ სერვისებს: სავალი ნაწილის შემოწმება, ელექტროდიაგნოსტირება, გამონაბოლქვის შემოწმება, ანტიფრიზის შემოწმება, აკუმულატორის შემოწმება, საბურავების შემოწმება, სამუხრუჭე სითხის შემოწმება, ძრავის ზეთისა და ფილტრის შემოწმება. ვაუჩერების გამოყენება შესაძლებელია 1-ელ აპრილამდე „თეგეტა მოტორსის“ ნებისმიერ ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთანავე, ყოველ შენაძენზე დაუბრუნდებათ 30%-მდე გარანტირებული თანხა „თეგეტა ქარდზე“ ქულების სახით.
ასევე, „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ყველა მანდილოსან მძღოლს გადაეცემა არაერთი საჩუქარი „თეგეტა მოტორსისა“ და პარტნიორი კომპანიებისგან: „ისი პარი“, „იულიუს მაინლი“, Ane Rosh, „პივოტ პოინტ ჯორჯია“, „კენარი“, „ელიტ ელექტრონიქსი“, „ავალონი“, „დელფოსი“ და ჟურნალი OK.