ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებას ეხმაურება.
მინისტრის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვა მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დიფერენცირებული იქნება.
„ბიზნესპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ არჩილ გამზარდიას პოსტს:
„ჯანდაცვის მინისტრის, ანუ მთავრობის აზრით, ოჯახები რომელთა წლიური შემოსავალი 32 000 ლარია, მაღალშემოსავლიანი ოჯახია. მას ეკისრება ქონების გადასახადი, ავტომობილის გადასახადი, მას უკვე აღარ ეკუთვნის საყოველთაო ჯანდაცვა , სამომავლოდ დაგეგმილია სკოლამდელი აზღრდისა და სკოლის განათლებაზეც გავრცელდეს მსგავსი შეზღუდვები.
შეგახსენებთ, კოეფიციენტი ოჯახზე წლიური 40 000 შემოსავალი, ანუ დაირცხული 32 000 ლარი "სიმდიდრის" მაჩვენებლად 90-იანების ბოლოს მიიღეს.
მას შემდეგ რამდენით გაიზარდა ფასები, ინფლაცია, სოციალური პირობები და ა.შ. ნებისმიერმა კარგად ვიცით. ასევე შეგახსენებთ, რას ნიშნავს დღეს 32 000 ლარი წლიური შემოსავალი ოჯაზე, თუ თქვენი ოჯახი შედგება 6-8 სულისგან, შესაბამისად თვეში შემოსავალია 300-400 ლარი, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ეს არის მდიდარი ადამიანი.
ძვირფასო ხელისუფლებავ, უსამართლო ხარ, ე.წ. საშუალო ფენის გაღატაკება გაქვს გამიზნული და იმ ფარისევლობის გამო, რასაც გამოხატავთ, თითქოს ადამიანია თქვენი მთავარი ფასეულობა, ამაზრზენიც ხართ,“ - წერს გამზარდია.