თბილისის მიწათსარგებლობის კონცეფციაზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. პროექტს მერიის არქიტექტურის სამსახური აპრილის ბოლოს განიხილავს. როგორც გეგმაზე მომუშავე სითი ინსტიტუტი საქართველოს დირექტორი განმარტავს, გენგეგმის მიხედვით, თბილისში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება. მამუკა სალუქვაძის თქმით, პროექტის თანახმად, დედაქალაქი გახდება პოლიცენტრული. ასევე, გენგეგმის ავტორების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა თბილისის მწვანე ქალაქად ქცევა იქნება.
გენგეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ელიავას ბაზრობის რეკრეაციულ ზონად გარდაქმნაა. ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტების ნაცვლად საპარკო ზონისა და საგამოფენო სივრცეების გაჩენაც მოიაზრება. გავრცელებულ ინფორმაციას ნეგატიურად აფასებენ თავად ელიავას ბაზრობაზე დასაქმებულები.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე