ნასვამ მძღოლს მართვის უფლება შესაძლოა 1 წლით შეუჩერდეს

საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის მიხედვით, შესაძლოა, ნასვამ მძღოლს მართვის უფლება არა 6 თვით, არამედ 1 წლით შეუჩერდეს. თუმცა, 3 თვეში, გამოცდის ჩაბარების, ან დიდი ოდენობის ჯარიმის გადახდის შემდეგ, მას მართვის მოწმობის ხელახლა აღების შესაძლებლობა მიეცემა.

პროექტს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. ახლანდელი კანონმდებლობით, ნასვამ მძღოლს, მართვის უფლების 6 თვით შეჩერების დროს, 700 ლარიანი ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მართვის მოწმობის დაბრუნების უფლება ეძლევა.

წყარო ALLNEWS