საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო- საავტომობილო“, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 249.17 გრ.) აღმოაჩინეს.
როგორც შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 16,525.26 ლარი შეადგინა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების (წონა 83.86 გრ.) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის კიდევ ერთი ფაქტი 28 თებერვალსაც დაფიქსირდა. აღმოჩენილი საქონლის საბაჟო ღირებულებამ 5,467.21 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 5,467.21 ლარის ოდენობით შეეფარდა.