საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო საავტომობილო“, „ნინოწმინდა“ და „სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის (ჯამში 26,860 ღერი) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის 5 ფაქტი აღიკვეთა.
შესამოვლების სამსახურის ინფორმაციით, პირველ შემთხვევაში საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს; 4 კანონდამრღვევ მოქალაქეს კი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და, სანქციის სახით, თითოეულს შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.