სოლიდარობის ფონდი სასულიერო აკადემიასთან შედარებით ბიუჯეტიდან 932 ათასი ლარით ნაკლებს მიიღებს

სოლიდარობის ფონდი წელს ბიუჯეტიდან 932 ათასი ლარით ნაკლებს მიიღებს, ვიდრე საპატრიარქოს მხოლოდ ერთი ორგანიზაცია.

ამის შესახებ ინფორმაციას გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტი“ ავრცელებს.

სოლიდარობის ფონდის მიზანია სიმსივნით დაავადებული 22 წლამდე ახალგაზრდებისა და ბავშვების მკურნალობის ხარჯების დაფინანსება. წელს  სოლიდარობის  ფონდი  ბიუჯეტიდან  1 მილიონს, ხოლო თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია 1.93 მილიონს მიიღებს.  

წყარო: ifact.ge