მამუკა ახვლედიანი - სოციალურად დაუცველი ადამიანების სატრანსპორტო ხარჯების სუბსიდირება თბილისის ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს

მოძრაობა ”ევროპული საქართველო” გამოდის ინიციატივით, მოწყვლადი ჯგუფებისთვის სატრანსპორტო გადაადგილების საშუალებებზე გადასახადის სუბსიდირება მოხდეს.

როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქცია “მოძრაობა თავისუფლებისათვის – თბილისის” თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა სამარშრუტო ტაქსებში გადასახადის გაზრდის საკითხის კომენტირებისას განაცხადა, შესაბამისი ინიციატივით ფრაქცია საკრებულოს უმრავლესობას წერილობით მიმართავს.

”როგორც მოგეხსენებათ, ყოველდღიურად, ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობას და განსაკუთრებით იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც საჭიროებენ მართლაცდა მუნიციპალურ თუ მთავრობის დახმარებას, უძვირდება ცხოვრება. დღეს ეს უკვე აისახა სამარშრუტო ტაქსებზე, გადაადგილების საშუალებებზე. ჩვენ მოვუწოდებთ თბილისის მთავრობას და თბილისის მერს, თბილისის ბიუჯეტში გამოინახოს სახსრები და მოხდეს ყველაზე გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი ადამიანების, პედაგოგების, სტუდენტების ხარჯების სუბსიდირება თბილისის ბიუჯეტიდან”, - აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, იმ სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა, რომელიც 40 თეთრი ღირდა, 50 თეთრამდე გაიზარდა.