"ბიზნესპრესნიუსის" გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 61.2%-ის თქმით, რესტორანში იშვიათად დადის

„ბიზნესპრესნიუსზე“ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხვაში მონაწილეთა 61.2%-ის თქმით, რესტორანში იშვიათად დადის. გამოკითხვაში მონაწილეთა 28.2% ამბობს, რომ რესტორანში მხოლოდ თვეში ერთხელ მიდის. ხოლო 7.2% ამბობს, რომ ისინი რესტორანში კვირაში ერთხელ დადიან. 3.3%-ის თქმით, რესტორანს კვირაში რამდენჯერმე სტუმრობენ.

სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 691-მა ადამიანმა მიიღო. გამოკითხვა საიტზე 2 თებერვლიდან 8 მარტამდე მიმდინარეობდა.