2016 წლის ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჯამში 86 ქვეყნის 9 494 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა.
ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში მიაწოდეს.
ცენტრის ცნობით, ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი საქართველოს აზერბაიჯანიდან ჰყავს. კერძოდ, საქართველოში განათლებას 3 577 აზერბაიჯანელი სტუდენტი იღებს.
აზერბაიჯანს მოსდევს ინდოეთი - 1 691 სტუდენტი; ერაყი - 1 259 სტუდენტი; ნიგერია - 957 სტუდენტი; თურქეთი - 684 სტუდენტი; რუსეთი - 426 სტუდენტი; შრი ლანკა - 102.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებისა, საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლობენ აშშ-ის, ფიჯის, სირიის, ბრაზილიის, ბუტანის, ბურუნდის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ეგვიპტის, ესპანეთის, კანადის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების სტუდენტები.