სამხრეთ კორეული ტექნოლოგიური გიგანტის Samsung-ის ახალი სმარტფონის Galaxy S8 და Galaxy S8 Plus-ის გამოსვლის თარიღმა აპრილის ბოლომდე გადაიწია.
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფლაგმანური სმარტფონის გამოშვების თარიღი 21 აპრილიდან 28 აპრილამდე გადაიწია. გადადების კონკრეტული მიზეზი არ სახელდება, თუმცა როგორც ჩანს, კომპანია ძალიან ცდილობს თავიდან აიცილოს გასული წლის სექტემბერში Galaxy Note 7-თან დაკავშირებული ხარვეზის მსგავსი პრობლემები.
გაყიდვების თარიღის დაწყების გადაწევის მიუხედავად, სმარტფონის ოფიციალური პრეზენტაცია 29 მარტს გაიმართება, სადაც მის ტექნიკურ შესაძლებლობებზე შევიტყობთ.
სიახლე პირდაპირ კონკურენციას გაუწვეს ისეთ საფლაგმანო მოდელებს როგორიცაა Apple-ის iPhone 8 და Google-ის Pixel 2, რომლებიც მიმდინარე წლის ბოლოს გამოვა გაყიდვაში.
კოკა კვირკველია