ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4767 ლარი გახდა

9 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4767 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4596 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.71 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 10 მარტს შევა ძალაში.

ამასთანავე ლართან მიმართებაში გამყარდა ევრო, რომლის კურსი 10 მარტისთვის 2.6149 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6003 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.46 თეთრი შეადგინა.

ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 10 მარტისთვის 0.6598 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.6671 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.73 თეთრი შეადგინა.

ასევე გამყარდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 10 მარტისთვის 3.0092 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 2.9990 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 1.02 შეადგინა.