ივანიშვილს არ მოეწონა ქადაგიძე და მოუნდა, რომ ვალუტის გაუფასურება ვიღაცისთვის გადაებრალებინა, შემდეგ ,,ქართული ოცნების’’ ყველა დეპუტატმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უგუნური გადაწყვეეტილება გაემართლებინა , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სიძლიერეა, რომ შეცდომა აღიარო და მერე თქვა, თუ როგორ წავალთ წინ.
,,კანონპროექტი, რომელიც ახლა არის წარმოდგენილი ეროვნული ბანკისთვის ზედამხედველობის ფუნქიის დაბრუნების, ზუსტად აჩვენებს ყველა პრობლემას, რომელიც აქვს სახელმწიფოს. ეს კანონპროექტი აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გამო, ბოლო წლების განმავლობაში, როგორც მთავრობა, ისევე უმრავლესობის დეპუტატები მზად არიან ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავიდნენ. მაშინ ივანიშვილს არ მოეწონა ქადაგიძე და მოუნდა, რომ ვალუტის გაუფასურება ვიღაცისთვის გადაებრალებინა და შემდეგ ,,ქართული ოცნების’’ ყველა დეპუტატმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გაემართლებინათ უგუნური გადაწყვეტილება. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ამ ცვლილების შემდეგ ინვესტიციები გაიზარდა, სინამდვილეში კი პირიქით მოხდა. როდესაც ეს ცვლილება მიიღეს, ქვეყანაში ინვესტიციები შემცირდა ამ უგუნური ნაბიჯის გამო, 2014 – 2015 წლიდან ინვესტიციები 200 მილიონით შემცირდა. მოგიწოდებთ, ერთ მესიჯზე შეთანხმდეთ, როგორც „რუთავი 2“-თან დაკავშირებით შეთანხმდით, რომ ის არის საქართველოს წინააღმდეგ. არ შეიძლება რომ ამ საკითხთან მიმართებითაც ერთ მესიჯზე შეთანხმდეთ?!’’ - მიმართა კაპანაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.